|
2023-08-17 10:40:50, 882 ნახვა
საზოგადოება
ADOBE-ის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მონაწილე საუკეთესო ხუთეულში დასახელდა!
"თიბისის" განათლების პროგრამის მხარდაჭერით, BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და IT Academy Step Georgia-ს ორგანიზებით ჩატარებულ ADOBE-ის დიზაინის რეგიონული კონკურსის გამარჯვებულმა, მარიამ ბაღათურიამ ADOBE-ის გრაფიკული დიზაინის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ADOBE-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი თემა იყო “Refugees welcome - always”. ჩემპიონატი 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ფლორიდაში (აშშ) მიმდინარეობდა და ქართველ ფინალისტებთან ერთად, მსოფლიოს 71 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ფინალში 10 საუკეთესო გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ ფლორიდაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე, თბილისში, "თიბისის" მხარდაჭერით, BTU-სა და IT Academy Step Georgia-ს ორგანიზებით, რეგიონული კონკურსი 13-23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. სწორედ აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულები გაემგზავრნენ ADOBE-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მეოთხე ადგილის მფლობელი მარიამ ბაღათურია გახდა. Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების გამოვლენაა. პროექტის გენერალური მხარდამჭერია "თიბისი". პროექტის პარტნიორები არიან: GITA, ACAG CG Georgia, Marketer.ge პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)