03:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 21:17:54, 971 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი, რომლისკენ მიმავალი საუკეთესო გზა, ბუნებრივია, არის პროვიკაციების მაქსიმალურად მოწყობა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს ლანძღავს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული პირი კიევში ცხოვრობს და საქართველოში არ იმყოფება.

კობახიძის თქმით, ეს არ არის პირველი პროვოკაცია იმ ძალების მხრიდან, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. მისივე განცხადებით, მთავარია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მსგავსი ქმედებები და პროვოკაციებს არ აჰყვეს. 

"ეს არ არის პირველი ფაქტი, თუ არ ვცდები, მეხუთე თუ მეექვსე ასეთი ვიდეო ვრცელდება სოციალურ მედიაში. თქვენ იცით, რომ უკრაინაში არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ მეორე ფრონტი და მეორე ფრონტისკენ მიმავალი საუკეთესო გზა, ბუნებრივია არის პროვიკაციების მაქსიმალურად მოწყობა. ასეთი პრვოკაციები, ბუნებრივია, ამ სურვილს და განზრახვას უკავშირდება. მათავრია, საზოგადოებამ სწორად შეაფასოს და არ აჰყვეს ამ პროვოკაციებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics