|
2023-08-16 13:54:54, 1968 ნახვა
სპორტი
ქართული რაგბის პიონერი ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა
კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდა ქართულ რაგბს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 69 წლის ასაკში ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა. დაიბადა ვანის რაიონის სოფელ შუაგორაში. ბავშვობაში დაინტერესებული იყო კალათბურთით და ფეხბურთით. მართალია, რაგბის თამაში გვიან, 23 წლის ასაკში დაიწყო ქუთაისში, მაგრამ უკვე ორ წელიწადში სსრკ პირველი ნაკრების წევრი გახდა. უნივერსალი მორკინალი, 3-8 ნომერი. ქუთაიოსის „აიაში“ („სახლმშენი“, „მშენებელი“) საბჭოეთის სამგზის (1987, 1988, 1989) ჩემპიონი და ბრინჯაოს (1985) პრიზიორი, ორგზის (1987,1990) თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი რაგბში და ლელობურთში; სსრკ ჩემპიონატის (1981) ბრინჯაოს პრიზიორო თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში; საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჩოხატაურის „ჯანის“ რიგებში. სსრკ ნაკრებში ევროპის ერთა თასის ორგზის ვერცხლის (1986-87, 1988-89) და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1983) პრიზიორი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. ბორჯღალოსანთა პირველი ტესტის მონაწილე (12.09.1989, ქუთაისი, ზიმბაბვე - 16:3) 1989-1990 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. დაკრძალვა ხუთშაბათს, 17 აგვისტოს, ვანის რაიონი სოფ შუაგორა; გამოსვენება 14 საათზე ქუთაისის რაგბის სტადიონიდან
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)