16:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 11:30:16, 510 ნახვა

საზოგადოება
იური ნოზაძემ აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის და ეროვნული პარკების სამსახურის ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ტომი ბედროუსთან და ეროვნული პარკების სამსახურის დირექტორ ჩაკ სემსთან.

"შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიან ისტორიას. მხარეებმა საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარების, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელების სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნულ პარკსა და მის დაძმობილებულ დაცულ ტერიტორიას - პოინტ რეის ეროვნულ პარკს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმის 5 წლით გაგრძელების დოკუმენტი. თანამშრომლობა ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას რესურსების მართვა-მონიტორინგის, კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, ეროვნული პარკების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებებით.

ქართულმა დელეგაციამ, მონაწილეობა მიიღო რეინჯერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც პოინტ რეის ეროვნულ პარკში გაიმართა.

აღნიშნული ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების და USAID-ის ეროვნული პარკების და ეკოტურიზმის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შინაგან დეპარტამენტსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. აშშ-ის ეროვნული პარკების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის პროცესსა და კვლევით საქმიანობებში",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics