|
2023-08-16 10:25:21, 802 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით STEM-ის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებულები CERN-ს ესტუმრნენ
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტში, მოსწავლეთა შორის STEM-ის ეროვნული შეჯიბრის ფინალი გაიმართა, რომლის მიზანს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. STEM-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული პირველი სამი გუნდის წევრები და მათი ხელმძღვანელები, ბაზისბანკის კონტრიბუციით, დაჯილდოვდნენ ჟენევაში მოგზაურობითა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ში ვიზიტით. შეჯიბრის გამარჯვებულებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე დაეთვალიერებინათ CERN-ის მუზეუმის კაბინეტ-ლაბორატორიები და ქალაქ ჟენევის ღირსშესანიშნაობები. „ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული მომავალი მეცნიერების, ტექნოლოგებისა თუ ინჟინრების პროფესიული განვითარების ხელშემწყობ პროექტებში და მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერით STEM-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულები ეწვივნენ CERN-ს, პირადად გაეცნენ სამუშაო პროცესს და დაათვალიერეს ორგანიზაციის მუზეუმი. როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც გავაგრძელებთ ახალგაზრდა თაობის განათლებისა და ინოვაციური აქტივობების მხარდაჭერას“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)