16:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 09:49:42, 765 ნახვა

საზოგადოება
The Killers-მა და „ბლექ სი არენამ“ კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს

„ბლექ სი არენა“ და ჯგუფი The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც „ბლექ სი არენას“ განცხადებაშია აღნიშნული, არტისტის მოქმედება სცენაზე მათ პოზიციას არ წარმოადგენს.

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“,- ნათქვამია „ბლექ სი არენას“ განცხადებაში.

რაც შეეხება The Killers-ის განცხადებას, ჯგუფი ქართველ მსმენელს მომხდარის გამო ბოდიშს უხდის.

„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, ამოვიპატიჟოთ სცენაზე მსმენელი დრამზე დასაკვრელად და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხი დადებითად იყო განწყობილი იმის მიმართ, რომ სცენაზე ერთ-ერთი მაყურებელი ამოვიდა და ჩვენთან ერთად გამოვიდა სცენაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ The Killers-ის მსმენელები და გულშემატკივრები არიან დები და ძმები, შეიძლება, არასწორად იყოს გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვდგავართ თქვენთან და ვიმედოვნებთ, რომ მალე კიდევ დავბრუნდებით“,- აღნიშნულია The Killers-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, "ბლექ სი არენაზე" მიმდინარე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც მსმენელის პროტესტი მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics