2023-08-15 13:30:06, 603 ნახვა
საზოგადოება
მერია - რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 16 აგვისტოს 16:00 საათიდან გაიხსნება
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 10:00 საათის ნაცვლად, მგზავრებისთვის 16:00 საათიდან გაიხსნება.
ამის შესახებ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- აცხადებენ მერიაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),