12:34 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 12:27:25, 600 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში, N414 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო. 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. 

„სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში, N414 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ინვენტარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ტერიტორიაზე, კორპუსების მიმდებარედ არსებობდა უკანონო შემოღობვები, რომლებიც მოიხსნება და რეკრეაციული სივრცის მოცულობა გაიზრდება. ძალიან მიხარია, რომ მოსახლეობის მხრიდან გვაქვს მსგავსი დამოკიდებულება და თანხმობა, რომ ავტოფარეხებისა და შემოღობვის დემონტაჟი მოხდეს. არის შემთხვევები, როცა ამის წინააღმდეგი არიან. არადა ეს ყველაფერი კეთდება ისევ ადგილობრივებისთვის, რომ მოწესრიგდეს, გალამაზდეს სივრცეები და ხალხმა გამოიყენოს, დაისვენოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

აღნიშნული პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics