13:20 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 12:05:26, 657 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 34 ჰა ფართობზე მავნებელ მწერთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორცილებენ

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქში არსებულ ფიჭვნარში, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა, მონიტორინგის ფარგლებში, მავნებელი მწერის - ფიჭვის პარკხვევიას მასიური გამრავლების ფაქტები დააფიქსირეს. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალისტები აღნიშნულ ტერიტორიაზე შეწამვლის სამუშაოებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.  

"მავნებლის გავრცელების კერების სრული განადგურების მიზნით, ტერიტორიის წამლობა ორჯერ განხორციელდა. წამლობის დასრულების შემდეგ, ფიჭვნარ კორომში რეკრეაციული და ეკოლოგიური ფუნქციები სრულად აღდგება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტყის მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ორი წლის წინ დანერგა, რაც საფრთხის შესახებ ადრეული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტყისთვის ზიანის მომტანი მავნე მწერებისა და დაავადებების მონიტორინგს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics