06:27 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 11:34:27, 1200 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე შოვზე - გომელაურს ინტერპელაციაზე მოუწევს, გვიპასუხოს კითხვებზე

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს იმისთვის, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვას გაეცეს პასუხი,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, საზოგადოებისა და სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახების შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს "ინტერპელაციაზე მოუწევს".

“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო ბერკეტს იმისთვის, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვას გაეცეს პასუხი. თქვენ იცით, რომ ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნა გვაქვს დაანონსებული, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას რაღაც დასამალი აქვს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.

შს მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის, რომ კითხვებზე პასუხი გასცეს... საზოგადოება და დაღუპულთა ოჯახები იმსახურებენ პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე - რამდენად შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რამდენად შესაძლებელი იყო პრევენციული სამუშაოები იმისთვის, რომ სახელმწიფოს წინასწარ სცოდნოდა სტიქიასთან დაკავშირებით; დაგვიანებული იყო თუ არა შემდეგ უკვე სამაშველო სამუშაოები და რატომ დაიწყო ის სამი საათის დაგვიანებით; რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ არ იყო საჭირო მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარებისთვის მიემართა; რატომ შეწყვიტეს ღამით ვერტმფრენით სამუშაოები მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეს პირველი ღამე იმ ადამიანებისთვის, ვინც დაიღუპნენ და რამდენად არის სახელმწიფო მზად, რომ კიდევ თუ მსგავსი რამე დაემუქრება საქართველოს მოქალაქეებს, მოახდინოს შესაბამისი პრევენცია. ეს არის ის კითხვები, რომელსაც ჩვენ დავუსვამთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ინტერპელაციაზე მას მოუწევს გვიპასუხოს ამ კითხვებზე",- განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 აგვისტოს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წერილი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics