06:27 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-13 20:27:54, 1158 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური შოვზე: თუ სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, ღამით ფრენის გარისკვა არაა მიზანშეწონილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, შოვში სტიქიის ღამით ვერტმფრენებით შესვლის საჭიროება არ იყო.

მისი თქმით, შსს-ს აქვს ღამით ფრენის საშუალებები, თუმცა ვერტმფრენისთვის მთა-გორიან რელიეფზე ღამით ფრენა სარისკოა და მხოლოდ მაშინაა გონივრული ასე გარისკვა, თუ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

გომელაურმა განაცხადა, რომ ღამით ერთ-ერთ ფერდობზე დარჩენილი ადამიანები უსაფრთხო ადგილას, მაშველებთან ერთად იყვნენ და "არ იყო საჭირო რომ გაერისკათ პილოტებს. შეიძლება, ვერტმფრენები ჩამოვარდნილიყო."

მისი თქმით, "როცა [მოქალაქეები] უსაფრთხოდ არიან მთაზე სადღაც, სადაც არ შეიძლება მეწყერი მოხდეს ან მდინარე ადიდდეს ნუ რატომ უნდა გარისკოს ხომ [პილოტმა]?"

შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იმ პირობებში, როცა გათენებისას იყო შესაძლებელი დარჩენილი მოსახლეობის გამოყვანა, ღამით ვერტმფრენით შესვლა არ იქნებოდა მიზანშეწონილი.

"რაც შეეხება, რატომ არ დაფრინავდნენ ღამით, ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ერკვევა ავიაციაში ყველას კარგად ესმის. გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, მაგრამ არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ, და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება რამე რომ გარისკოს პილოტმა, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული, არ შეიძლება, რომ უბრალოდ, რომ შეიძლება დილით, 3 საათში გამოვიყვანოთ ადამიანები გავრისკოთ და ვერტმფრენი ან პილოტები დავღუპოთ" - განაცხადა შს მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics