19:16 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-13 11:26:38, 527 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე - 37 ორგანიზაციაა ჩართული მუშაობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება და გაზრდის სამუშაო არეალს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის ხელმძღვანელობით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობას მხარდაჭერისთვის.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამოქალაქო კომიტეტს 8 ახალი ორგანიზაცია შეუერთდა. ჯამში, 37 ორგანიზაციაა ჩართული მუშაობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება და გაზრდის სამუშაო არეალს.

„კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, ვიმსჯელეთ,  ჩვენი სტრატეგიის ფარგლებში, 2024-2027 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სამოქმედო გეგმაზე. კომიტეტის წევრები გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს, რომლებსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ერთობლივი მუშაობა ოპტიმალური მიდგომების ჩამოყალიბების კარგი საშუალებაა, რომელიც წაადგება საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EUD) პროგრამის მმართველმა, ქეთევან ხუციშვილმა აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად ღიაა იმ პროცესებში, რომლებიც ევროკავშირში დამკვიდრებულ მიდგომას - ადგილობრივი ჯგუფების განვითარებას უკავშირდება.

როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველმა ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, სამოქალაქო და კერძო სექტორის ჩართულობა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სფეროს ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან თავსებადობას უწყობს ხელს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელ ამოცანებს, რომლის შედეგადაც გამოვლინდა სამოქალაქო სექტორის ხედვა სამ სტრატეგიულ მიზანთან: კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორები; ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია; სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები დაკავშირებით.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ახალი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესის, ასევე, საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაციები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics