|
2023-08-11 18:30:26, 1064 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა ომში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის უწყება 11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მდებარე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს. "მინისტრი ჰოსპიტლის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერა და ჰოსპიტლის თანამედროვე აპარატურით აღჭურვის პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღო. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მასშტაბური განახლება აქტიურად მიმდინარეობს. სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში სამხედრო ჰოსპიტლისთვის 5 225 161 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაა გათვალისწინებული. აპარატურის მნიშვნელოვანი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი 64 ერთეულ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს. მთლიანობაში, დაახლოებით, 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის გორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებასა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)