20:39 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 15:00:08, 1106 ნახვა

სამართალი
ივლისში უკანონო თევზჭერის 93 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 93 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათგან 51 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

"უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 21 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 20 სამართალდარღვევა. 16 ფაქტია გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, კახეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7, აჭარაში - 5, გურიაში - 4, შიდა ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1. ასევე 1 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. 

სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც - ივლისში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს.  

ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 10, სახლართი ტიპის ბადით - 54 და ე.წ. ჩოგან-ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 8 ფაქტი.

ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის ივლისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 270 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე და 4 თევზმახე, ე.წ. გოდორი ამოიღეს. პრევენციული ღონისძიებები გატარდა თბილისის ზღვაზე, სიონის  წყალსაცავზე, ბაზალეთის ტბაზე, ასევე მდინარეებზე - მტკვარსა და ნატანებზე. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. 2023 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 384 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 105 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია ინფორმაციაში.                          





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics