03:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 11:08:18, 1059 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - მაშინ, როდესაც ჩვენი გმირები შინდისში თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა

ამ გმირობის დღეს არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა მთავარსარდალმა, ე.წ. მთავარსარდალმა. ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო. მას ყავდა ჩამოყვანილი აქ სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როცა ჩვენი გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გონიერებითა და თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოხერხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანი.

„ეს რაზე მიგვითითებს, მეგობრებო? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან ლომების არმია, იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი...

საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი ოუპირებულია დროებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე",- განაცხადა  ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics