|
2023-08-10 17:50:19, 1588 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ განაცხადა
უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდი ხომალდებისთვის დროებითი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდავპირველად აღნიშნული ჰუმანიტარული დერეფნით ისარგებლებენ გემები, რომლებიც 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის შავი ზღვის პორტებში იმყოფებიან. „დღეს, ახალმა დროებითმა ჰუმანიტარულმა დერეფანმა დაიწყო მუშაობა. დერეფანი იქნება ძალიან გამჭვირვალე. ჩვენ დავაყენებთ კამერებს გემებზე, რათა ვაჩვენოთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული მისია და არ აქვს სამხედრო დანიშნულება",- უთხრა Reuters-ს უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერმა, ოლეგ ჩალიკმა. უკრაინის მიერ ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) უკვე ინფორმირებულია. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)