20:53 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 16:18:09, 1238 ნახვა

საზოგადოება
ამაღლობელი - მწერალთა სახლი მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა, - ასე ეხმაურება პოეტი რატი ამაღლობელი მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას. 

მისივე თქმით, ცალ-ცალკე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაცალკევებას გამოიწვევს, აქედან გამომდინარე ის აღნიშნავს, რომ საჭიროა, ძირეული ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგება არა მხოლოდ დამოუკიდებელი ინსტიტუციები, არამედ მთლიანად საქართველო.

"ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულია, ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვლა აქამდე არსებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა.

ვფიქრობ, დღეს ცალ-ცალკე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს. გამოსავალი ამ 12-წლიანი ერთპარტიული მონოპოლიის შეცვლა იქნებოდა. ძირეული ცვლილებების გარეშე არათუ დამოუკიდებელი ინსტიტუციებს, არამედ მთლიანად საქართველოს,
როგორც სახელმწიფოსაც დავკარგავთ. უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვისაუბროთ ახალ ალტერნატივებზე კულტურაში, განათლებაში, ეკონომიკაში.

შევქმნათ ახალი დღის წესრიგი, ახალი გაერთიანებები, სადაც საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მკაფიოდ დაინახავენ. ასეთი გაერთიანებებისაა მომავალი", - წერს ამაღლობელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე  4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. 

კულტურის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics