|
2023-08-10 16:01:51, 1443 ნახვა
საზოგადოება
ბუღაძე მწერალთა სახლში დუმბაძის დანიშვნაზე - „ოცნებამ“ თავის პარტიულ ოფისებს შტაბი მიამატა
მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული, "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს, - ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას. მისი თქმით, იქამდე, სანამ "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, "ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა დეგრადაცია გაგრძელდება". "მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული... "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს. ვიდრე "ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება... თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს "ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე" "პოსტების" მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური "კულტურის მუშაკების" გულის მოგებას... რომელიმე რუსულ კანონ 2-ს, ალბათ, უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს "ძველ და საყვარელ" საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!", - წერს ბუღაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. კულტურის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)