20:53 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 12:56:36, 1181 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი დავით ისაკაძე - შოვი ორგიების გამო ღმერთმა დასაჯა

დეკანოზი დავით ისაკაძე რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა.

როგორც დეკანოზმა ქადაგებისას განაცხადა, ღმერთმა შოვი ფესტივალის გამო დასაჯა.

"ჩვენ არ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა მომხდარა შოვში 1 წლის წინ. იქ ე.წ. მთის ფესტივალი ჩატარდა. გარდა იმისა, რომ იქ მუსიკა იქნებოდა, სხვა რამ ჩვენთვის ცნობილი არ იყო. სატანური, ელექტრონული მუსიკის გარდა, 3 დღის განმავლობაში იქ იყო კლუბური ნარკოტიკი, მამათმავლური და დედათმავლური ორგიები. ეს ყველაფერი, რასაც გიყვებით, იქაური მოსახლეობისგან ვიცი. ამ ყველაფერს ისინი ამბობენ...

შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო და დღეს აღარ არსებობს, 3 დღის განმავლობაში ეს ორგიები ზუსტად იქ ხორციელდებოდა, ტყეებში. 3 დღის განმავლობაში ეს წმინდა ადგილი წაბილწეს - და აი, რისხვაც. პირდაპირ, თითი ღმრთისა არის აქ. იქაურობა პირდაპირ დაისაჯა იმ დიდი განსაცდელით, რაც ჩვენ გვეწვია...

ჭირისუფლები კითხულობენ, რომ აი, რატომ ეს ბავშვი? ეს რატომ მოხდაო? ჩვენ ვიცით, რომ მონათლული ბავშვი და თან ასეთი განსაცდელიდან გასული, ცათა სასუფეველს უეჭველად დაიმკვიდრებს. მაგრამ, ტკივილი ხომ არის? მშობელმა ეს ბავშვი ხომ დაკარგა? იმ მშობელმა, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო იმ ორგიის, იმ საშინელი, ღვთის გმობის გამართვას, რაც იქ ხდებოდა... უფალმა დაგვანახა, რომ მარტო ის კი არ დაისჯება, ვინც ცოდვას სჩადის, არამედ ისიც, ვინც ამას ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს. თუნდაც იმით, რომ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს",- განაცხადა დეკანოზმა, დავით ისაკაძემ.

ცნობისთვის, მამა დავით ისაკაძე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. დეკანოზ დავით ისაკაძის სახელს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ასოცირებულ სხვა საერო და სასულიერო პირებთან ერთად, მრავალი ორგანიზებული დანაშაული უკავშირდება. მათ შორისაა 2008 წელს, ერეკლეს ქუჩაზე, ჰელოუინის დღესასწაულზე შეკრებილი ახალგაზრდების დარბევა, 2010 წელს ილიას უნივერსიტეტის წინ შეკრებილი მოქალაქეების დარბევა, ტელეკომპანია კავასიაში შეჭრა (რის შემდეგაც ის კათოლიკოს-პატრიარქმა მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა), დავით ისაკაძე ასევე მონაწილეობდა, 2013, 2017, 2019, 2020, 2022, 2023 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ შეკრებილი მოქალაქეების დარბევაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics