03:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 19:25:04, 1037 ნახვა

პოლიტიკა
იოზვიაკი - რა ინფორმაციაც მაქვს, საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით

რა ინფორმაციაც მაქვს, პოზიტიური სიგნალი იქნება საქართველოს მიმართ და ქვეყანას მისცემენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით. ამის შესახებ ''რადიო თავისუფლების'' ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, 27 ევროპული ქვეყნის ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და  მთავარ პრობლემად რჩება დეოლიგარქიზაცია, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა.

''დაწყებულია მუშაობა ანგარიშის მომზადებაზე, რომელიც მზად ოქტომბერში იქნება, თუმცა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნება მიღებული დეკემბერში. 

რა ინფორმაციაც მაქვს, პოზიტიური სიგნალი იქნება საქართველოს მიმართ და ქვეყანას მისცემენ კანდიდატის სტატუსს გარკვეული დათქმებით. კანდიდატის სტატუსს ექნება გარკვეული პირობები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას სტატუსი მიენიჭება, მაგრამ მან ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ანუ ის რეკომენდაციები რომელიც უკვე  მას მიცემული აქვს და შეიძლება იყოს ახალი დათქმებიც. 

12 რეკომენდაციის შესრულებას ევროკომისია მოითხოვს, რადგან საქართველოში პოლარიზაცია მაღალია  და პოლიტიკური გარემო არ არის კარგი. დეოლიგარქიზაციისა და სასამართლოს რეფორმის ნაწილში მეტია გასაკეთებელი. მთავრობის მხრიდან რეკომენდაციების სრულად  შესრულების მოლოდინი ძალიან მცირეა, მაგრამ პოზიტიური სიგნალი ნიკა გვარამიას გათავისუფლება ნამდვილად იყო. მე არ ვფიქრობ, რომ სამივე ქვეყანა სრულად შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ეს პროცესია. ამ ვალდებულებების შესრულება ადრე თუ გვიან, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდე, მაინც მოგიწევთ", - განაცხადა იოზვიაკმა "მთავარ არხთან" საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics