03:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 14:57:16, 817 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედია და არასამთავრობო

სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლასთან ერთად, ამ დღეებში ჩვენ გვიწევდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან, ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების" ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია.

„ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა. ჩვენ, ფაქტობრივად, გავხდით მცირე მოდელირების მოწმე, თუ რა სახის საინფორმაციო შეტევები შეიძლება განხორციელდეს ქართულ საზოგადოებაზე კრიზისული სიტუაციების დროს.

ამ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია.

საგანგებო შტაბს, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში, სტიქიის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, უწევდა რესურსების ხარჯვა ყალბი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, სპეციფიკური იყო ის გარემოებაც, რომ დეზინფორმაციის მხილებისას, მალევე მოჰყვებოდა სხვადასხვა ჯგუფების მიერ მხილების ავტორებზე თავდასხმა, მათი გაჩუმების მიზნით; პარალელურად კი გრძელდებოდა უკვე მხილებული დეზინფორმაციის ჯიუტად გამეორება და გავრცელება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics