22:27 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 14:28:18, 523 ნახვა

საზოგადოება
პაპუაშვილი - საჯაროდ მივმართეთ „მთის ამბებს“, რომ უარეყო ცრუ ინფორმაცია, რაც არ გააკეთეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ გაატარა და ის ამიტომ გადავიდა დანარჩენ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა "მთის ამბებს" გავრცელებული ინფორმაციის უარყოფისკენ მოუწოდა.

"არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სტიქიის ამგვარი შედეგის მიზეზი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა, ახალმა კალაპოტმა ქვაღორღის მასა ვერ გაატარა და ის ამიტომ გადავიდა დანარჩენ ტერიტორიაზე.

სინამდვილეში, ძველი კალაპოტი ჯერ კიდევ 1960-იან წლებში არის შეცვლილი და მას შემდეგ ის სწორედ არსებულ კალაპოტში მოედინება და რამე სხვა ცვლილება კალაპოტზე არ მომხდარა. ამაზეც განმარტება გააკეთა გარემოს დაცვის სააგენტომ და აქაც საჯაროდ მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებს“, რომ უარეყო აღნიშნული ცრუ ინფორმაცია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დღემდე რამე რეაგირება არ ყოფილა და ეს ყალბი ნარატივი სტიქიიდან რამდენიმე დღე შენარჩუნებული იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მთის ამბებმა“ 4 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მდინარე ბუბისწყალში ორი დღის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მოდიოდა, ან იყო წყლის დაკლებული დონე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ სათავეში წყალი გუბდებოდა, ამაზე კი არავინ რეაგირებდა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ იმავე დღეს განაცხადა, რომ სტიქიის ადგილიდან 4 კილომეტრით ქვემოთ მდ. ჭანჭახზე (რომლის შენაკადიც არის ბუბისწყალი) განთავსებულია წყლის ხარჯის მზომი სადგური, რომლის მაჩვენებლებიც ადასტურებდნენ, რომ სტიქიამდე პერიოდში არ დაფიქსირებულა წყლის დონის კლება, შესაბამისად შეგუბებაც გამორიცხული იყო.

მიუხედავად ამ მხილებისა და „მთის ამბების“ მიმართ საჯარო მოწოდებისა, რომ უარეყო ეს ინფორმაცია, რამე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამ ინფორმაციით გამყარდა სტიქიის გამომწვევი მიზეზის შესახებ მთავარი მცდარი ნარატივი, რომ თითქოს ორი დღის განმავლობაში ხდებოდა ე.წ. გლაციალური ტბის შეგუბება, რომელიც შესამჩნევი უნდა ყოფილიყო და არსებობდა საკმარისი დრო რეაგირებისთვის. ამ ვერსიას, მაშინაც კი, როდესაც ის უარყოფილ იქნა სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, აქტიურად ავრცელებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics