03:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 22:14:03, 931 ნახვა

პოლიტიკა
თემურ მღებრიშვილი - სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება ამ წუთებშიც გრძელდება - სამუშაოები ხვალიდან კიდევ უფრო მასშტაბური გახდება

მდინარის კალაპოტში დღეს მაშველების მიერ ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი. ასევე, აღმოჩენილია ავტომობილის ძარა, რომელიც ამოღებულია კალაპოტიდან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დღის ბოლოს, ჟურნალისტებთან შემაჯამებელ კომენტარზე განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები ხვალიდან კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.
„დღეს ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, მდინარის კალაპოტში აღმოჩენილია ერთი ადამიანის ცხედარი და ადამიანის სხეულის ფრაგმენტი, რომელიც პროზექტურაშია გადასვენებული.
ამ დრომდე გრძელდება აქტიური საძიებო სამუშაოები. ასევე, მდინარის კალაპოტში აღმოჩენილია ავტომობილის ძარა, რომელიც ამოღებულია კალაპოტიდან და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ყველა ხიდზე აბსოლუტურად განლაგებულია მონიტორინგის ჯგუფები, ასევე გადაადგილდებიან კალაპოტშიც და სწორედ ამ მონიტორინგის ჯგუფის მიერ იქნა ხიდის ქვეშ ცხედარი ნანახი.
ხვალ დილიდან უფრო მასშტაბურად დავიწყებთ ამ მიმართულებაზე საძიებო სამუშაოებს.
საერთო ჯამში 8 ავტომობილია დაკარგული. პარალელურად თვითონ სტიქიის ეპიცენტრში უფრო გავშალეთ ძებნის არეალი, გარდა ამისა ე.წ. კალცის წყლების ტერიტორიაზე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები “, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა მოხალისეების ჩართულობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოხალისეების ჩართულობის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, ხოლო თუ მათი ჩართულობა გახდება აუცილებელი, გამოყენებული იქნება იმ ბაზის მონაცემები, რომელიც გააჩნია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.
თემურ მღებრიშვილის თქმით, დაკარგულ პირებთან დაკავშირებით მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა ერთ-ერთ პირთან დაკავშირება, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა და იგი აღარ იმყოფება დაკარგულთა სიაში.
ონის მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 19 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 14 პირთან დაკავშირებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics