2023-08-08 21:18:34, 767 ნახვა
საზოგადოება
მღებრიშვილი - შოვში, დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი კონტაქტზე გამოვიდა
შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.
როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,