22:26 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 18:46:58, 656 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე შოვზე - დაუყოვნებლივ რეაგირებას ადამიანების გადარჩენაზე გავლენა არ ექნებოდა

ვინც უშუალოდ არ დაფარულა [მასით], ყველა გადარჩა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შოვში იმ დროს მოხდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა, დაუყოვნებლივ რეაგირებას არ ექნებოდა, გავლენა ჰქონოდა რომელიმე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე.

"ვინც უშუალოდ არ დაფარულა [მასით], ყველა გადარჩა. იქ ხომ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც რამდენიმე საათის მოგვიანებით შეიძლება, აღმოჩენილიყო დაღუპული და ა.შ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ ახსნას, როგორ შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს, რომ მაგალითად 15 წუთში დაიწყებდი ძებნას თუ 1 საათში იმ მასის გათვალისწინებით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდეს პერსპექტივების თვალსაზრისით. 

ვინც იმ წუთას იყო ისეთ ადგილას, სადაც აი, ამ მასამ არ დაფარა, ისეთი ადამიანი გადარჩა. თქვენ რომ გქონდეთ შემთხვევა, რომ მაგალითად იქ მატულობდა დროთა განმავლობაში რაღაც მასა და მომენტალურად რაც არ ჩამოწვა, ამ შემთხვევაში აზრი ექნებოდა ამ ლაპარაკს, ასე ხომ ნამდვილად აზრი არ აქვს. იქ რაც მოხდა იმ წუთებში, იქ დაუყოვნებლივ რეაგირებას არ მგონია, რომ გავლენა ჰქონოდა რომელიმე ადამიანის [გადარჩენაზე]", - ამბობს სარჯველაძე.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, 16-ს კი ისევ ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics