|
2023-08-08 17:14:38, 1016 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - 2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში
2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა. მისივე თქმით, 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე, როგორც 1939 და 1940 წლებში, რუსეთმა გადაწყვიტა თავდასხმა მშვიდობიან მეზობლებზე, რადგან თვლიდა, რომ მას ამის უფლება ჰქონდა. "2008 წლის ზაფხულში პუტინს ომი ისევე სურდა, როგორც 2022 წლის თებერვალში. დღეს ყველამ იცის, რომ რუსეთი მზადაა, თქვას ნებისმიერი ტყუილი, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად. ჩვენ მოვისმინეთ ყველაზე აბსურდული სიტყვები, რომლებიც ათეთრებენ სტალინურ დანაშაულებს და ამართლებენ კიდეც რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე, როგორც 1939 და 1940 წლებში, რუსეთმა გადაწყვიტა თავდასხმა მშვიდობიან მეზობლებზე, რადგან თვლიდა, რომ მას ამის უფლება ჰქონდა. მან იგრძნო დასავლეთისა და მისი ინსტიტუტების სისუსტე და დუმილი მიიღო როგორც პასუხი, მის ტყუილებზე. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცნობილი სიტყვები, რომ ჯერ საქართველო, შემდეგ უკრაინა, შემდეგ შესაძლოა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ შესაძლოა, პოლონეთის დროც დადგეს, ბევრმა მიიღო არა როგორც გაფრთხილება, არამედ როგორც ჩვენი რუსოფობიის მაგალითი. იყო მცდელობა, ვინც რუსეთს ყველაზე კარგად იცნობდა, გაჩუმებულიყო. ჩვენ არ გავჩუმდით", - წერს ანა ფოტიგა Twitter-ზე.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)