|
2023-08-08 16:18:09, 1292 ნახვა
რეგიონი
სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირს, ფრიდონ თურმანიძეს მიაგეს პატივი
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირს, ფრიდონ თურმანიძეს მიაგეს პატივი. ქედის მერიის ცნობით, გმირის საფლავი საქართველოს დროშით, გვირგვინითა და ყვავილებით მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომერემ ამირან ცინცაძემ, მოადგილეებმა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებმა, თვითმმართველობის მოხელეებმა, მეგობრებმა და საზოგადოების წევრებმა შეამკეს. ღონისძიებას საგალობლებით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" აფორმებდა. "გმირი ფრიდონ თურმანიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. უმცროსი სერჟანტი ფრიდონ თურმანიძე, სოფელ ყელქცეულში, სამშვიდობოს გამოსული მეგობრის დასახმარებლად შებრუნდა, რა დროსაც რუსულ ჭურვებს შეეწირა. საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი 28 წლის ასაკში დაიღუპა. დატოვა 2 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და მშობლები",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)