04:22 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 12:03:38, 715 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ომის თარიღზე - ენმ-ი სანამ იყო ხელისუფლებაში, 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას

"ნაციონალური მოძრაობა" მანამ, სანამ იყო ხელისუფლებაში და სანამ ყველა ხელისუფლების შტო არ დაკარგა 2013 წელს, მანამ ყოველთვის 8 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "თარიღებით მანიპულაცია არასწორია".

"მინდა, თარიღის საკითხსაც შევეხო. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს დაღუპულების ხსოვნას, ყველას ხსოვნას - მათ, ვინც 6 აგვისტოს სამშვიდობოები რომ დაიღუპნენ; 9 აგვისტოს ანწუხელიძის ხსოვნას; 11 აგვისტოს დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას - ყველას, ვინც ამ ომში დაიღუპა. ეს მანიპულაცია თარიღებით არის, რა თქმა უნდა, ძალიან არასწორი.

ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს სახელმწიფო 2008 წლიდან მოყოლებული სწორედ 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას. თავად "ნაციონალური მოძრაობა" მანამ, სანამ იყო ხელისუფლებაში და სანამ ყველა ხელისუფლების შტო არ დაკარგა 2013 წელს, მანამ ყოველთვის 8 აგვისტოს, ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებდა პატივს დაღუპულების ხსოვნას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელისუფლო ყველა შტო და ბერკეტი დაკარგეს, მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი არა დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ პატივს დაღუპულების ხსოვნას, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე... 8 აგვისტო თავად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწესებული თარიღია",- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics