04:21 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 10:26:32, 681 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მაშინ ქვეყანას მართავდა ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არა ეროვნულ, არამედ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა.

"ვიცი რა ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხსა და მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი - გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა, რომ იტყვიან და ნახა მთელმა საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ. ასევე, თქვენ გახსოვთ, რომ 9 აგვისტოს, მაშინ, როცა იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და ჩვენი გმირები იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე გმირულად, გახსოვთ მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერები, თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. მათ საერთოდ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ჩვენი დაღუპული გმირები; ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია.

მთავარი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, საზოგადოებას, რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე; რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი; რატომ ვერ მოხდა თავის დროზე სათანადო პრევენცია ამ ომის; რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება. ამას მარტივად პატარა ბავშვი გათვლიდა იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა ამ პროვოკაციებს, რომლებიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. ამ კითხვების ერთობლიობა კიდევ ერთხელ მიგვითითებს ერთ რამეზე, რომ ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა არც საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არამედ ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უაღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ამ ბიჭებს, ჩვენს ხალხს. გახსოვთ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არც კი დაინტერესედნენ. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics