01:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 17:16:47, 768 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - არსებობს თემები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება სცადო პოლიტიკური ქულების დაწერა

უამრავი სპეკულაციური განცხადება კეთდება და რაღაც თემები არსებობს, რასთან დაკავშირებითაც, არ შეიძლება სცადო პოლიტიკური ქულის დაწერა ან ზოგადად სპეკულირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,  შოვში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს თემები, რომლის დახმარებითაც პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა სირცხვილია. კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, თითქოს, 70-იან წლებში აშენებული კოტეჯები "ქართული ოცნების" მმართველობის დროს აშენდა.

"დღეს, მაგალითად, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კოტეჯებზე ნებართვები გასცა ჩვენმა ხელისუფლებამ, მაშინ, როდესაც 70-იანი წლებიდან დგას ეს კოტეჯები იქ. ასეთ ტყუილს რომ კადრულობ, იმისათვის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერო, ეს სირცხვილია.  სტიქიაა, ადამიანები დაიღუპნენ და ამ დროს ცდილობ, რომ შენს პარტიას პოლიტიკური ქულები დაუწერო, სირცხვილია ეს ყველაფერი. ამაზე არ მინდა საერთოდ საუბარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics