|
2023-08-04 11:10:06, 650 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძე - დილიდან გეოლოგებმა ტერიტორია დაათვალიერეს, ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს
რაჭაში ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა, დღეს დილიდან, გეოლოგები ადგილზე იყვნენ გასულები ვერტმფრენით და მოინახულეს ტერიტორია. პირველი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განუცხადა. მისი თქმით, ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია ტრაგიკული მდგომარეობა - დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა. „მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები და ასევე იმედი გამოვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ დროისთვის დაკარგულებად ითვლებიან, გამოჩნდებიან და ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახის წევრებს. დღეს დილიდან, როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე იყვნენ გასულები ვერტმფრენით და მოინახულეს ტერიტორია. პირველი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. სამწუხაროდ, ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა რაჭაში, ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ასევე ის ეროზიული პროცესები, რომელიც კლიმატის ცვლილების პარალელურად ვითარდება სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ასევე ღვარცოფი, მყინვარების დნობა, რომელიც ასევე კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული და მეწყერი. ამ ხუთმა ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს - ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაახლოებით ორ კილომეტრამდე ტერიტორია, რომელიც დაახლოებით ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასალით არის დაფარული და პრაქტიკულად ყველა მოვლენამ ერთობლივად შექმნა ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელსაც აქტიურად ებრძვის მთელი ქვეყანა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)