04:14 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 02:31:44, 615 ნახვა

საზოგადოება
გუბერნატორი - კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია, ყველა ტურისტული ობიექტი, ფაქტობრივად განადგურებულია

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ სტიქიის გამო, კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია. მისივე თქმით, დაახლოებით, 2 მილიონ კუბამეტრზე მეტი მიწის მასაა ჩამოშლილი.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს გარდაცვლილი პირების იდენტიფიცირება.

"სამაშველო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ოპერატიულად შემოდის ინფორმაცია ჩვენს შტაბში, რაზედაც შესაბამისს რეაგირებას ვახდენთ. მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირება.

კურორტი შოვი გარე სამყაროს მოწყვეტილია. როდესაც მოხდა სტიქია დღის 15:00 საათზე, დაახლოებით ნახევარ საათში მოხდა მთლიანად შოვის ტერიტორიის დაფარვა საკმაოდ დიდი მოცულობის მიწის მასით. დაახლოებით, 2 მილიონ კუბა მეტრზე მეტია მიწის მასა ჩამოსული. სამაშველო სამსახურები მაშინვე ჩაერთნენ, ფეხით გადავიდნენ სამაშველო სამუშაოებზე ჩვენი მაშველები. შემდეგ ვერტმფრენები დაგვეხმარნენ. სამაშველო სამუშაოები ახლაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შოვის ინფრასტრუქტურა არის საკმაოდ დაზიანებული. ყველა ის ტურისტული ობიექტი, რაც იყო, ფაქტობრივად განადგურებულია. ზარალის შეფასება, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში დაიწყება," - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

3 აგვისტოს, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად განადგურდა კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა.

მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი) წაიღო, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა და უმოკლეს ვადებში დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics