|
2023-08-03 19:36:34, 633 ნახვა
საზოგადოება
ონის მერის ინფორმაციით, შოვიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო
ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, შოვიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. როგორც ხიდეშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, დაღამებამდე მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა უნდა მოხერხდეს. როგორც ხიდეშელი აღნიშნავს, სტიქიის შედეგად წაღებულია რამდენიმე კოტეჯი, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია იყვნენ თუ არა ამ კოტეჯებში მოქალაქეები. „სავარაუდოდ, მაღალ მთებში მოხდა მდინარის დაგუბება, რამაც მეწყრული პროცესი გამოიწვია. სტიქია არის მასშტაბური. პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების უსაფრთხოება და ამაზე ზრუნვა. უკვე ადგილზე იმყოფება ვერტმფრენი და დაწყებულია მოქალაქეების ევაკუაცია. ჩემი აზრით, მოვასწრებთ ამ პირობებში, დაბნელებამდე მოქალაქეების გამოყვანას უსაფრთხო ადგილზე. რამდენიმე კოტეჯი წაღებულია, თუმცა რამდენად იყვნენ იქ მოქალაქეები, ვერ მოგახსენებთ. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, შსს-ს დანაყოფები. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოხდება მოქალაქეების დაბინავება, პირველ ეტაპზე, ქალაქ ონის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სასტუმროში“, - განაცხადა ხიდეშელმა. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მეწყერი რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)