|
2023-08-03 15:22:36, 755 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სლოვაკ დიპლომატებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს პაველ ვიზდალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სლოვაკეთის ელჩმა მინისტრის მოადგილეს თავდაცვის ახალი ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი მილან შინტაი წარუდგინა, რომელიც სლოვაკეთის პირველი რეზიდენტი ატაშეა საქართველოში. დღემდე სლოვაკეთის თავდაცვის ატაშე საკუთარ მოვალეობას თურქეთის დედაქალაქიდან - ანკარიდან ასრულებდა. "ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ მილან შინტაის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ხოლო ყოფილ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. სლოვაკ დიპლომატებთან შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა სლოვაკეთის მთავრობის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე. აღინიშნა, რომ საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რაც კიდევ უფრო აახლოებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების საქმეში სლოვაკეთის როლს, კერძოდ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სლოვაკი ექსპერტის ჩართულობას. მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სლოვაკი დამკვირვებლების მონაწილეობაზეც ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში სლოვაკი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზეც იმსჯელეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)