05:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 14:12:37, 769 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი მინდია ესაძე თანამდებობას ტოვებს

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი კონსტანტინე (მინდია) ესაძე თანამდებობას ტოვებს. ესაძის განცხადებას კინოაკადემიია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ესაძე აღნიშნავს, არ აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ კინოაკადემიის ცხოვრებაში  სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს.

"მსურს, მივმართო კინოაკადემიის ძვირფას წევრებს, პატივცემულ კოლეგებს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა. კინოაკადემიას სჭირდება თავდაუზოგავი შრომა და ყოველდღიური ჩართულობა მის ფუნქციონირებაში. სამწუხაროდ, თუ, პირადად ჩემთვის, საბედნიეროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უმეტესად, მიწევს საზღვარგარეთ მოღვაწეობა - როგორც მოქმედ კინოოპერატორს, არ აღმომაჩნდა საკმარისი დრო, მივიღო სრულფასოვანი მონაწილეობა კინოაკადემიის ცხოვრებაში.

ჩემი პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში მრავალი კეთილი საქმე გაკეთდა და ამისი უშუალო შემოქმედი და შემსრულებელი იყო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა აბრამიშვილი. ვუხდი მას განსაკუთრებულ მადლობას გვერდში დგომისა და ასეთი ზრუნვისთვის, უამრავი სიკეთისთვის, რაც გაკეთდა. მადლობა ყველას, ვინც დამიჭირა მხარი წინა არჩევნებში. იმედი მაქვს, დანიშნული არჩევნების შემდეგ მოსული ახალი პრეზიდენტი ღირსეულად გაართმევს თავს მის მოვალეობას და მრავალ ახალ ინიციატივას შესთავაზებს აკადემიის წევრებს და კინო მოღვაწეებს. ვუსურვებ კინოაკადემიას წარმატებებს!", - ნათქვამია ესაძის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics