05:38 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 13:42:02, 885 ნახვა

საზოგადოება
მედია - ნათია ბახტაძის დედა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებულ გალში 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს,- ამის შესახებ გამოცემა "ეხო კავკაზა" წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

როგორც "ეხო კავკაზა" იტყობინება, მანამდე, არაერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ახალგაზრდა ქალის დედა იამზე აგუმავა ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“,- წერს აგუმავა სოციალურ ქსელში.

მომხდართან დაკავშირებით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოფიციალურ უწყებებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს, მისმა დედამ, იამზე აგუმავამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics