|
2023-08-02 13:21:47, 564 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურაში სტაჟიორები პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დაინიშნენ
საქართველოს პროკურატურაში ერთწლიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტაჟიორები პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოში პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე დაინიშნენ. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ სტაჟიორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროკურორებად და გამომძიებლებად დანიშვნა მიულოცა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, სტაჟიორების ეს ნაკადი სამაგალითო და განსაკუთრებულია. „ჩვენ სამსახურს, შესაძლებლობა მოგვეცა ასეთი ღირსეული და წარმატებული კანდიდატები შეგვერჩია მომავალ პროკურორებად და გამომძიებლებად. მადლობას გიხდით ერთწლიანი შრომისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ როგორც სტაჟიორებმა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტაჟირების გავლის კომისიამ ყველა სტაჟიორის დანიშვნის რეკომენდაცია გასცა", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები და სტაჟიორები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება 35 პირმა გაიარა. სტაჟიორები ერთი წლის მანძილზე საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ, სისტემატურად უტარდებოდათ შესაბამისი ტრენინგები, გამოცდები და მათ საქმიანობას სტაჟირების ხელმძღვანელები და მენტორები უძღვებოდნენ. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)