2023-08-02 09:28:24, 899 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეაში რეკორდული სიცხის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კორეაში რეკორდულ სიცხეს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სეულში დაფუძნებული გამოცემა Yonhap News-ის ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ხანშიშესული ფერმერი იყო - ისინი რეკორდულ სიცხეში გარეთ მუშაობდნენ.
გარდაცვალების ფაქტები გიონსანგის, მუნგიონგის, გიმჩეონისა და სანჯუს პროვინციებში დაფიქსირდა.
სამხრეთ კორეაში ტემპერატურის რეკორდული მატება ივნისის შუა რიცხვებიდან აღინიშნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,