2023-08-01 22:42:29, 845 ნახვა
მსოფლიო
ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია [ვიდეო]
ორმა ბელარუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა სასწავლო წვრთნების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბელარუსმა პოლონეთს წვრთნების შესახებ ადრე აცნობა.
გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის გადაკვეთა დაბალ სიმაღლეზე მოხდა, რაც რადარის სისტემების აღმოჩენას ართულებს.
მომხდარის გამო, თავდაცვის მინისტრმა საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის ბრძანება გასცა.
ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ნატო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,