05:40 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 21:43:21, 1029 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ქვეყნის მთავარი პროვოკაცია, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი

თუ რამე არის პროვოკაცია და თუ რამე არის ქაჯობა, თუ ვინმეა ქაჯი და პროვოკატორი, არის „კაკებეშნიკის“ ოჯახში გამოწრთობილი ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ჩამოსული რუსები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღიქმებიან, როგორც ტურისტებად და ქვეყნის კეთილმოსურნეებად.

“თუ რამე არის პროვოკაცია და თუ რამე არის ქაჯობა, თუ ვინმეა ქაჯი და პროვოკატორი, არის „კაკებეშნიკის“ ოჯახში გამოწრთობილი ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს. ცხადია, მისთვის პროვოკაციულია შეკითხვაა. „არის თუ არა აფხაზეთი საქართველო“ - ეს კითხვაც არ უნდა ისმებოდეს, მაგრამ ოკუპანტის, პუტინისტის მიმართ კითხვა ლოგიკურია. რომ გეუბნებიან, სტუმრები არიან და ამასობაში არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ცხადია, ვერ ჩაითვლებიან ჩვენს ტურისტებად და კეთილმოსურნეებად. ამიტომ მთავარი პროვოკაცია ამ ქვეყნის, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი.” -  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics