|
2023-08-01 17:46:05, 1038 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - რუსული პროპაგანდა ცდილობს დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს და გაამყაროს მისი გზავნილები
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გრიგორი კარასინისა და ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რუსული პროპაგანდა ცდილობს დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს და გაამყაროს მისი გზავნილები. მისი თქმით, ეს მხოლოდ ერთი რამით აიხსნება - ჩვენს მტერს აწყობს ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის საქართველოში. “ამ რეჟიმის ნაბიჯები ასუსტებს საქართველოს, მარტოს ტოვებს დასავლეთისგან იზოლაციაში და რუსეთის შინაშე. რუსული პროპაგანდა ცდილობს დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს და გაამყაროს მისი გზავნილები, ამით აიხსნება მათი ის თანხვედრა გზავნილებში, რასაც არა მხოლოდ ახლა, უკვე წლებია ვხედავთ”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი გამოეხმაურა ბათუმში გამართულ აქციას, სადაც მოქალაქეები საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. როგორც კარასინმა განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ რის მიღწევას ცდილობდნენ "სააკაშვილის მყვირალები ბათუმში" და აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოსთან მშვიდი და პროგნოზირებადი ურთიერთობის განვითარება სურს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)