|
2023-08-01 16:36:37, 1031 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩინეთის ახლად გამოჩეკილი „ექსპერტები“ თუ ვერ ხვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ ურთიერთობას, გამოსაჩენი არ არიან არც პოლიტიკაში და არც საექსპერტო წრეებში
ის ხალხი, იქნებიან ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, თუ ახლა ახლად გამოჩეკილი ჩინეთის „ექსპერტები“, რომლებთანაც აქამდე ერთი წუთითაც არ უმუშავიათ და ერთი სტატიაც არ წაუკითხავთ, ახლა ჩინეთზე საუბრობენ, ეს ხალხი თუ ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიულ ურთიერთობას, საერთოდ გამოსაჩენი არ არის არც პოლიტიკაში და არც საექსპერტო წრეებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, წლებია, საქართველოს ჩინეთთან ძალიან მყარი ურთიერთობა აქვს. „ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ახალი როლის გაძლიერებაზე, რომელიც გახლავთ შუა დერეფნის ნაწილი, სწორედ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასევე ჩინეთს. როდესაც ვსაუბრობთ ტრანსპორტირებაზე სხვადასხვა საქონლისა თუ ა.შ. რა თქმა უნდა ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ეს სატრანსპორტო დერეფანი დატვირთოს. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის, რომ ერთ-ერთი, თუ არა მთავარი მოთამაშე შუა დერეფნის გამოყენების და დატვირთვის საკითხში გახლავთ უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ის ხალხი, იქნებიან ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თუ ახლა უკვე ახლად გამოჩეკილი ჩინეთის „ექსპერტები“, რომლებთანაც აქამდე ერთი წუთითაც არ უმუშავიათ და ერთი სტატიაც არ წაუკითხავთ, ახლა ჩინეთზე საუბრობენ. ეს ხალხი თუ ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიულ ურთიერთობას, საერთოდ გამოსაჩენი არ არის არც პოლიტიკაში და არც საექსპერტო წრეებში. არც ცოდნა ყოფნით და არც კომპეტენცია, რომ ამ საკითხზე ისაუბრონ, დგანან ახლა და რაღაც წინადადებებს ეძიებიან. ვნახეთ, როგორი იყო ჩვენი მთავრობის მიღება, წლებია, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მყარი ურთიერთობა ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც, რაც დამატებით ღირებულებას მატებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)