|
2023-08-01 12:18:37, 655 ნახვა
საზოგადოება
ლურჯი მოცვის მავნე ორგანიზმების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს „ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი და მართვა საქართველოს პირობებში“ ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანი მავნე ორგანიზმების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სიტემის შემუშავებაა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, ლურჯი მოცვის წარმოების ძირითად რეგიონებში, ლურჯი მოცვის აგრობიოცენოლოგიური მონიტორინგი, უმთავრესი მავნე ორგანიზმების (მწერები, დაავადებები, სარეველები) გამოვლენა და დაზიანების ინტენსივობის დადგენა, ასევე, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და ფენოკალენდარული სქემების შედგენა იგეგემება. ამ ეტაპზე, ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი უკვე დაწყებულია სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში 2006 წელს დაიწყო. მოსავლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)