|
2023-07-31 22:21:58, 784 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ - ბათუმში აქციაზე პოლიცია გენრი დოლიძეს ფიზიკურად გაუსწორდა
ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა პარტია “დროას” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს. ამის შესახებ განცხადება “დროამ” გამოაქვეყნა. ადვოკატის თქმით, გენრი დოლიძეს სისხლჩაქცევები სახისა და ტანის არეში აღენიშნება. "დღეს, ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა პარტია დროას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გენრი დოლიძეს. სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ცოტა ხნის წინ ადვოკატი ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გენრის აღენიშნება დაზიანებები სახესა და ფეხებზე. მისი თქმით, პოლიციამ "დროას" წევრს დაკავებისას სცემა. გენრი დოლიძე, დანარჩენ 22 ადამიანთან ერთად, დღეს ბათუმში გამართულ ანტირუსულ აქციაზე დააკავეს. მთელი დღის განმავლობაში, უცნობი იყო მათი ადგილსამყოფელი"- აცხადებენ პარტიაში. შეგახსენებთ, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. საკრუიზო ლაინერის შესვლის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტთან აქცია დაიგეგმა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით კი, ASTORIA GRANDE-ს დატოვება რუსეთის მოქალაქეებმა მაინც შეძლეს. ისინი პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)