|
2023-07-31 22:09:36, 916 ნახვა
პოლიტიკა
აზარაშვილი - ის აჟიოტაჟი, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას უკავშირდებოდა, არარელევანტური იყო
„ის აჟიოტაჟი, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას უკავშირდებოდა, ვფიქრობ, არარელევანტური იყო. ამ ცვლილებებით, როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი კლინიკების დაფინანსების ნაწილში და სახელმწიფო მზადაა, პაციენტების ხარისხიან მკურნალობისთვის ადეკვატური ტარიფები გადაიხადოს. „მხოლოდ ამის მოწესრიგებისკენ არის მიმართული თითოეული ცვლილება და ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს, ჯანდაცვის პოლიცია იქმნება, სრულიად შეუსაბამოა. ამაში თავადაც დარწმუნდებით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ახალი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება - საჩივრის დაფიქსირებისთანავე, რეგულირების სააგენტო შევა სამედიცინო დაწესებულებაში და პარალელურად, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება. რეგულირების სააგენტოს, ასევე, ექნება უფლებამოსილება, პაციენტის/მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს შემოწმება ფარმაცევტულ საბითუმო სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებში. ინსპექტირების დაწყების პარალელურად, რეგულირების სააგენტო, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს - ინსპექტირება და სასამართლოსთვის შეტყობინება იქნება პარალელური პროცესი. კანონში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმიც გაჩნდა, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა აღსასრულებლად მიემართება დაუყოვნებლივ. ხოლო პროგრამული თანხების განკარგვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, სადავო თანხა დაკავდება, სასამართლოში დავის პერიოდში.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)