20:40 - 18 Aug, 2026
|
2015-02-10 11:20:30, 2307 ნახვა
მსოფლიო
იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან 29 მიგრანტი გარდაიცვალა
იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან სულ მცირე 29 მიგრანტი ჰიპოთერმიის შედეგად გარდაიცვალა. „ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, მიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან კონტრაბანდისტების კუთვნილი სამაშველო ნავით ევროპისკენ მიცურავდნენ. როგორც სანაპირო დაცვაში განაცხადეს, მიგრანტების ნავს ზღვაში ტალღები დაატყდა, ამას დაბალი ტემპერატურაც დაემთხვა და მგზავრთა ნაწილმა ყინვას ვერ გაუძლო. მათივე თქმით, ნავი სანაპიროდან 160 კმ-ში აღმოაჩინეს და მასში 100 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მიგრანტები ღია ზღვაში 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)