07:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 05:20:27, 738 ნახვა

პოლიტიკა
მოქალაქეები ბათუმის პორტში რუსულ გემს აქციით ელოდებიან

"წადი, წადი", - ამ წუთებში ბათუმის პორტში საპროტესტო აქცია გრძელდება.  აქციის მონაწილეები მოქალაქეებს პორტის ტერიტორიაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ "დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი".

მანამდე რუსული საკრუიზო ლაინერის დასახვედრად, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს. როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ყვებიან, ადგილზე პოლიციის მობილიზებაცაა და ისინი რუსების დასახვედრად ემზადებიან. მათივე თქმით, ბარიკადები გზის სავალ ნაწილამდე გრძელდება.

ცოტა ხნის წინ პოლიციამ პორტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება დაიწყო. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა.

აქციის მონაწილეები შეეცადნენ მოერღვიათ ჯებირები და შესულიყვნენ ნავსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციას ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბათუმში შემოვა რუსეთიდან, სოჭიდან გამოსული, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც კრუიზს ასრულებს მარშრუტით – სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.

ლაინერი ბათუმში პირველად შემოვიდა 27 ივლისს, რასაც ბათუმში აქცია მოჰყვა ბათუმის ნავსადგურში და გემმა ბათუმი აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა.

აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომლებშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ“, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტმა ღიად განაცხადა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics