22:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 05:15:37, 1367 ნახვა

სამართალი
ბათუმში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. 

აქციის მონაწილეები პოლიციის ბარიკადების გარღვევას, პოლიცია კი აქციის მონაწილეების შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გამოშვებას ცდილობს.

მანამდე კი, ცოტა ხნის წინ პოლიციამ პორტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება დაიწყო. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა.

აქციის მონაწილეები შეეცადნენ მოერღვიათ ჯებირები და შესულიყვნენ ნავსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციას ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული.

„რუსებო“, „მონებო“ – ისმის შეძახილები აქციაზე პოლიციის მისამართით.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბათუმში შემოვა რუსეთიდან, სოჭიდან გამოსული, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც კრუიზს ასრულებს მარშრუტით – სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.

ლაინერი ბათუმში პირველად შემოვიდა 27 ივლისს, რასაც ბათუმში აქცია მოჰყვა ბათუმის ნავსადგურში და გემმა ბათუმი აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა.

აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომლებშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ“, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტმა ღიად განაცხადა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics