|
2023-07-29 14:40:32, 2051 ნახვა
სამხედრო
Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეობის მისაღებად თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიუტუაციური საველე შეკრება გამართეს
ჩრდილოეთ უელსში, ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ სამხედრო შეჯიბრში Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეების შესარჩევად საქართველოს თავდაცვის ძალებმა სიტუაციური საველე შეკრება „მსტოვარი 2023“ ჩაატარა. ერთკვირიანი სწავლების მიზანი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობიდან მოვლენილი დაზვერვის ქვედანაყოფების მომზადების დონის შემოწმება, საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, სტანდარტული პროცედურების დახვეწა და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკული გამოცდა იყო. „მსტოვარი 2023“-ის სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენენ, ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან და სამხედრო შეჯიბრში Cambrian Patrol 2023-ში მიიღებენ მონაწილეობას. „მსტოვარი 2023“-ის საჩვენებელი სწავლება მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. საჩვენებელ სწავლებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა გამძლეობის შესამოწმებელი ის სავარჯიშოები წარმოადგინეს, რომლის განხორციელებაც მათ უელსის მთიან რელიეფზე მოუწევთ. წვრთნის დროს სამხედროებმა პრაქტიკაში ახალი სადაზვევრო საშუალებებიც გამოსცადეს, მათ შორის სადაზვერვო დრონები, ანტი-დრონები, სკანერები, სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებები და შეჯავშნული ტაბლეტები. „მსტოვარი 2023“-ის ერთკვირიანი შეკრების ფარგლებში დაზვერვის ქვედანაყოფებმა თეორიული და პრაქტიკული ეტაპები გაიარეს, რაც სადაზვერვო, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებას, რქბ დასნებოვნების პირობებში დაზვერვას, ტაქტიკურ უნარჩვევებზე დაკვრივებასა და შეფასებას და თვითგადარჩენას მოიცავდა.
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)