06:44 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 16:48:08, 915 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი საკრუიზო ლაინერზე - რა გინდათ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?

რა გინდათ, ანუ რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საკრუიზო გემის - ASTORIA GRANDE-ს სოჭიდან ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას.

ქადაგიშვილის თქმით, საზოგადოების მიერ ყველაფრის მიმართ საბოტაჟის გამოცხადება ესკალაციას იწვევს. 

"რა გინდათ, ანუ რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს და თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება რომელიმე გემზე, რომელიმე თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს უნდა საბოტაჟი და ობსტრუქცია გამოვუცხადოთ?! როცა მიზანმიმართულად გვექნება მცდელობა, რომ ვიღაცაზე მივიტანოთ, ასე ვთქვათ, გარკვეული ის, და მერე იმისგან მივიღოთ უკან პასუხი, ეს იწვევს ესკალაციას, მეტი არაფერი",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა.

აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა.

ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics